სამეთვალყურეო საბჭო

photo

ლევან სურგულაძე Ph.D

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ლევან სურგულაძეს მიღებული აქვს ბაკალავრის (BS) და მეცნიერებათა მაგისტრის (MS) ხარისხები ფიზიკაში მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი (PhD) ფიზიკაში, მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიიდან (მოსკოვი), ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) ფინანსების და ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ) და გავლილი აქვს ფილოსოფიის დოქტორის (PhD) კურსი ფინანსური ინჟინერიის სპეციალიზაციით (აშშ).

1990 წელს, ლევან სურგულაძემ თავისი კარიერა დაიწყო, როგორც მეცნიერ–თანამშრომელმა მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. 1991–1992 წლებში მუშაობდა მიწვეულ პროფესორად და მეცნიერ–თანამშრომლად რამდენიმე უნივერსიტეტში, ასევე სამეცნიერო კვლევით ცენტრებში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ფერმის ამაჩქარებლის ნაციონალურ ლაბორატორიაში (ჩიკაგო, აშშ) და თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრში (ტრიესტი, იტალია). 1992–1999 წლებში, ლევან სურგულაძე იყო მეცნიერ–თანამშრომელი, ხოლო შემდგომ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი ამერიკის შეერთებული შტატების ორ უნივერსიტეტში. ამავე წლებში იგი იყო ორი ამერიკული (Physical Review, Physical Review Letters), ევროპული (Physics Letters) და აზიური (Modern Physics Letters) წამყვანი სამეცნიერო ჟურნალების რეცენზენტი და ამერიკის ფიზიკოსთა ასოციაციის (American Physical Society) წევრი.

1999 წელს, ლევან სურგულაძემ თავისი კარიერა გააგრძელა უოლ–სტრიტზე ნიუ იორკში, როგორც ტრეიდერ - რისკების მმართველად ამერიკის საფონდო ბირჟაზე (NASDAQ-AMEX); 2000–2001 წლებში იგი იყო უფროსი ვიცე პრეზიდენტი / კონსულტანტი Deutsche Bank – ის ლონდონის ოფისის გლობალური საკრედიტო დერივატივების მიმართულებით. 2001–2002 წლებში იგი იყო უფროსი ვიცე პრეზიდენტი / კონსულტანტი Barclays Capital – ის ნიუ იორკის ოფისის რისკის ფინანსების მიმართულებით. 2002–2007 წლებში მუშაობდა რისკის კონტროლის დირექტორად შვეიცარიის გაერთიანებული ბანკის (UBS Investment Bank) ნიუ იორკის ოფისში. 2004 – 2013 წლებში ლევან სურგულაძემ საქართველოში, პარტნიორებთან ერთად დააფუძნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც 2014 წელს გაერთიანდნენ სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფში.

2009 წელს ლევან სურგულაძე დაინიშნა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (საბანკო, სადაზღვევო და კაპიტალის ბაზრის მეგარეგულატორი) საბჭოს წევრად. 2011 წელს, ლევან სურგულაძე დაინიშნა საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად და დანიშვნებისა და ანაზღაურების კომიტეტების თავმჯდომარედ, სადაც მუშაობდა 2018 წლის სექტემბრამდე. ლევან სურგულაძე 2014 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე იყო სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2018 - 2020 წლებში ლევან სურგულაძე იყო საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. 2020 წლიდან, ლევან სურგულაძე კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ლევან სურგულაძეს გამოქვეყნებული აქვს 40–ზე მეტი მაღალ-ციტირებადი სამეცნიერო ნაშრომი წამყვან ჟურნალებში აშშ–ში, ევროპაში და აზიაში. ასევე, იგი გახლავთ მრავალი პუბლიკაციის ავტორი ქართულ პრესაში, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე და ხშირი სტუმარი ნაციონალურ სატელევიზიო არხებზე.