კავკასიის საექსპედიტორო კომპანია დაფუძნდა 2006 წელს. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტოტრანსპორტის მულტიმოდალური გადაზიდვა: ზღვით, ხმელეთით და რკინიგზით, ასევე სატრანზიტო პორტებიდან დანიშნულების ადგილამდე თვითმცლელების, ავტობუსების და მისაბმელი ლაფეტების მიწოდება. გარდა ამისა, კომპანია ახორციელებს საკონტეინერო გადაზიდვებს.
კავკასიის საექსპედიტორო კომპანია თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან. კომპანია მსუბუქი ავტომობილების ერთადერთი ინტერმოდალური გადამზიდავია რეგიონში. ფლობს უახლეს მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვილობას. მუდმივად აქვს ხელსაყრელი შეთავაზებები, როგორც იმპორტიორებისთვის ასევე ექსპორტიორებისთვის.
კავკასიის საექსპედიტორო კომპანიის გადაზიდვის ტარიფები საუკეთესოა კავკასიის რეგიონში.