კავკასიის ავტოიმპორტი

logo
  • ლიდერი ავტოიმპორტიორი რეგიონში
  • საუკეთესო ფასები
  • ხარისხი, უსაფრთხოება და კმაყოფილი კლიენტი
www.cai.ge
გააზიარე:

აკეთეთ ბიზნესი ჩვენთან ერთად და იყავით წარმატებული

კავკასიის ავტოიმპორტი 2004 წელს დაარსდა. უკვე ათი წელია, კომპანია ლიდერია ქართულ ბაზარზე. კავკასიის ავტოიმპორტი დილერებს და კერძო პირებს, ავტომობილების შეძენას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სთავაზობს. ამ დროის მანძილზე, მის მიერ რეგიონში 300 000-ზე მეტი ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია განხორციელდა.

კომპანია წარმოდგენილია ფილიალების ფართო ქსელით, როგორც საქართველოში ასევე აზერბაიჯანში, სომხეთში, ყირგიზეთში და ჩრდილო კავკასიაში. მისი საშუალებით კლიენტებს აქვთ შეუზღუდავი არჩევანი შეარჩიონ სასურველი ავტომობილი ამერიკულ, ევროპულ, იაპონურ ბაზრებზე და ეძლევათ საშუალება ,,შეაღწიონ“ ისეთ იაფ სექტორებში, რომლებიც ადგილობრივი მყიდველისთვისაც კი მიუწვდომელია. კომპანია ლიცენზირებულია მონაწილობა მიიღოს მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე. არ არსებობს დამატებითი საშუამავლო რგოლები, ჩვენს კლიენტებსა და უცხოურ ბაზრებს შორის, რაც განაპირობებს მინიმალურ, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით გაცილებით დაბალ საბოლოო ფასს.

კავკასიის ავტოიმპორტს გააჩნია გამარტივებული, გამართული, ოპტიმიზირებული ლოჯისტიკა. ავტომობილების დისტანციურად შემოწმების შესაძლებლობა ჩვენი კვალიფიციური თანამშრომლების მიერ, პრაქტიკულად გამორიცხავს სხვადასხვა რისკის ფაქტორებს.

ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება საუკეთესო რეპუტაციის მქონე ბანკები.

 

extra photo extra photo