კაუკასუს კრედიტი დაფუძნდა 2011 წელს. კომპანია ბაზრის მონაწილე ავტოდილერებს, რომლებიც უცხოეთში უკვეთავენ ავტომობილებს მათი შემდგომი გაყიდვის მიზნით, უფინანსებს საბრუნავ კაპიტალს იაფი და მოქნილი სასესხო ფულით.
კომპანიამ თავისი არსებობის მანძილზე ათი ათასამდე სესხი გასცა. მისი რევოლვერული საკრედიტო პორტფელი 5-8 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს სეზონურად.
კაუკასუს კრედიტი აფინანსებს ავტომობილების იმპორტს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მის საკრედიტო პროდუქტებს შორისაა ასევე დაზიანებული ავტომობილის აღდგენა-შეკეთების დაფინანსება.
სესხის მიღება მარტივად და სწრაფად ხდება, სატელეფონო ზარის საშუალებით. ავტოდილერი სესხს დაფინანსებული ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ აბრუნებს.