სამეთვალყურეო საბჭო

photo

გიორგი სურგულაძე

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

ბატონმა გიორგი სურგულაძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის აგრარული უნივერსიტეტი - სპეციალობით ინჟინერ-ტექნოლოგი, ხოლო 2004 წელს დაამთავრა Pace უნივერსიტეტის მაგისტრატურა ნიუ იორკში - სპეციალობით საინფორმაციო სისტემების მართვა.

ბატონმა გიორგიმ საქართველოში 1996 წელს დააფუძნა და მართავდა ქართულ-ამერიკულ იმპორტ-ექსპორტის კომპანიას. 2004 წელს თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა კომპანია კავკასიის ავტოიმპორტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2012 წლამდე. 2004-2013 წლებში ბატონმა გიორგიმ თავის პარტნიორებთან ერთად დააფუძნა რამდენიმე კომპანია, რომლებიც 2014 წელს გაერთიანდნენ კავკასიის ბიზნეს ჯგუფში.

გიორგი სურგულაძე 2014 წლიდან არის კავკასიის ბიზნეს ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.