სამეთვალყურეო საბჭო

photo

გიორგი გულაშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს წევრი

ბატონმა გიორგი გულაშვილმა 1993 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სპეციალობით მანქანათმშნებლობის ტექნოლოგიები. სწავლის დასრულების შემდგომ სამსახურებრივი კარიერა დაიწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუტში. 1994-1996 წლებში მუშაობდა კორპორაცია მალულაში და გაზეთ ჯორჯიან თაიმსში.

ბატონმა გიორგიმ 1997-2000 წლებში დააფუძნა: პრესის გავრცელების სააგენტო ინფოსერვისი, პრესს ინფო და გამომცემლობა ტაო.

2004 წელს ბატონმა გიორგი გულაშვილმა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა კავკასიის ავტოიმპორტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 2009 წლამდე.

2004-2014 წლებში ბატონი გიორგის და მისი პარტნიორების მიერ დაარსდა რამდენიმე კომპანია, რომლებიც 2014 წელს გაერთიანდნენ კავკასიის ბიზნეს ჯგუფში.

ბატონი გიორგი 2014 წლიდან არის კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.