ცხადდება ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე.
მოვალეობები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საზოგადოებასთან და მედია საშუალებებთან ურთიერთობის წარმართვას; მარკეტინგული სტრატეგიის და გეგმის შემუშავებას და შესაბამისი იმპლემენტაციის ხელმძღვანელობას; კლიენტების, ბაზრის, კონკურენტების მონაცემთა ანალიზს და მარკეტინგის გეგმის შესაბამის კორექტირებას; ყველა მარკეტინგული, სარეკლამო, პრომო და “ივენთ“ აქტივობის ხელმძღვანელობას.
მოთხოვნები:
- ხარისხიანი უმაღლესი განათლება მინიმუმ მაგისტრის დონეზე;
- მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ თანამდებობებზე;
- საუკეთესო კომუნიკაციის უნარები ქართულად, ინგლისურად და რუსულად;
- ჟურნალისტის / რეპორტიორის გამოცდილება განიხილება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- საუკეთესო ურთიერთობის უნარები;
- სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარი;
- კრეატიული, დადებითი და მოტივირებული;
- გუნდური მუშაობის უნარები
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@cbg.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ „საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დირექტორი“ შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.