ვაკანსია

logoკავკასიის ბიზნეს ჯგუფი
უკან
პოზიცია: PR და მარკეტინგის დირექტორი
გამოქვეყნებულია: 7 ნოემბერი, 2013 / ბოლო ვადა: 7 დეკემბერი, 2013

 

ცხადდება ვაკანსია საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე.


მოვალეობები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) საზოგადოებასთან და მედია საშუალებებთან ურთიერთობის წარმართვას; მარკეტინგული სტრატეგიის და გეგმის შემუშავებას და შესაბამისი იმპლემენტაციის ხელმძღვანელობას; კლიენტების, ბაზრის, კონკურენტების მონაცემთა ანალიზს და მარკეტინგის გეგმის შესაბამის კორექტირებას; ყველა მარკეტინგული, სარეკლამო, პრომო და “ივენთ“ აქტივობის ხელმძღვანელობას.


მოთხოვნები:

  • ხარისხიანი უმაღლესი განათლება მინიმუმ მაგისტრის დონეზე;
  • მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ თანამდებობებზე;
  • საუკეთესო კომუნიკაციის უნარები ქართულად, ინგლისურად და რუსულად;
  • ჟურნალისტის / რეპორტიორის გამოცდილება განიხილება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • საუკეთესო ურთიერთობის უნარები;
  • სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარი;
  • კრეატიული, დადებითი და მოტივირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარები  

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@cbg.ge. საგნობრივ ველში მიუთითეთ „საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დირექტორი“ შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.