სიახლეები
ავტომობილების აღდგენის ცენტრს ბატონი დავით ნარმანია ესტუმრა
დღეს კომპანია კავკასიის ავტოსერვისის ავტომობილების აღდგენის რეგიონალურ ცენტრს, თბილისის მერობის კანდიდატი, ბატონი დავით ნარმანია ესტუმრა. ბატონმა დავითმა დაათვალიერა რეგიონში ყველაზე მასშტაბური, უახლესი დანადგარებით სრულად აღჭურვილი, თანამედროვე ტექნოლოგიურ მეთოდებზე დაფუძნებული ავტომობილების აღდგენის საწარმო. გაეცნო ცენტრის მუშაობის განსხვავებულ სპეციფიკას - ,,ერთი ფანჯრის’’ პრინციპს, რომელიც ავტომობილის აღდგენისთვის საჭირო ყველა სახის სერვისს ერთ სივრცეში აერთიანებს.
"თქვენი წარმატებული ბიზნესის მაგალითზე დავრწმუნდით, რომ თბილისის წარმატება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის წარმატების განმსაზღვრელია" - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
ბატონმა დავით ნარმანიამ ავტოსერვისში სტუმრობისას გააჟღერა ახალი ინიციატივა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. თბილისის ეკონომიკური პოტენციალის უმოკლეს ვადაში გასაზრდელად, დაიხარჯება 100 მილიონი ლარი, რაც სტიმულს მისცემს ახალი ბიზნესის წამოწყებას და ათიათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.
Caucasus Auto Import a leading member of Caucasus Business Group
Opens a regional head office in Kiev, to expand its operations and provide high quality services in Ukraine.
კავკასიის ავტოსერვისმა უპრეცედენტო მასშტაბის ავტომობილების აღდგენის ცენტრი გახსნა
კომპანია კავკასიის ავტოსერვისმა უახლესი დანადგარებით აღჭურვილი, სრულად კომპიუტერიზებული, რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის ავტომობილების აღდგენის ცენტრი გახსნა.