ს.ს. კავკასიის ბიზნეს ჯგუფი დაფუძნდა 2014 წელს და წარმოადგენს რვა კომპანიისაგან შემდგარ ჰოლდინგური ტიპის გაერთიანებას. თითოეული მათგანი 2004-2013 წლებში დაარსდა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორში წარმატებით მუშაობს. მათ შორისაა ავტომობილების იმპორტი, დაზიანებული ავტომობილების სრული აღდგენა, საპორტო და სატერმინალო მომსახურება, საავტომობილო საბაჟო ტერმინალების და საწყობების ოპერირება, რეგიონალური და საერთაშორისო გადაზიდვები, ავტომობილების გაყიდვების ფასილიტაცია, როგორც შიდა ბაზარზე, ასევე (რე)ექსპორტზე, ავტომობილების იმპორტის და აღდგენის საკრედიტო დაფინანსება, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა, ლოკალური და გლობალური საბროკერო მომსახურება ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე, აქტივების მართვა, კონსულტაციები ფინანსური/კაპიტალის ბაზრის პროდუქტების, საინვესტიციო აქტივობის და ფინანსური რისკების მართვასთან დაკავშირებით, ბიზნეს და სამოქალაქო სამართალში იურიდიული მომსახურება, უძრავი ქონება.
ჩვენი დივერსიფიცირებული ბიზნეს პორტფელი საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ვმართოთ სისტემური და არასისტემური ბიზნეს რისკები; ვცვალოთ ფოკუსი ბაზრის მიმდინარე ტენდენციების და ახლად წარმოქმნილი შესაძლებლობების შესაბამისად; ვისარგებლოთ და მოვახდინოთ კაპიტალიზება ასეთ შესაძლებლობებზე და დროულად გადავამისამართოთ რესურსები როდესაც გარემოება იცვლება.
ჩვენი მისია: კლიენტებთან ჩამოვაყალიბოთ მჭიდრო პარტნიორობა; პროაქტიულად და ეფექტურად მივუდგეთ თითოეული კლიენტის საჭიროებას ჩვენი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის, კრეატიულობის და ძალისხმევის სრულად გამოყენებით.
ჩვენი ხედვა: კავკასიის ბიზნეს ჯგუფს და მის წევრ კომპანიებს აქვთ ნათლად ჩამოყალიბებული კოორდინირებული სტრატეგია და ხედვა, თუ სად და როგორ შეუძლიათ წვლილის შეტანა თავიანთი ძალისხმევით, რათა შექმნან სტაბილურად მზარდი ღირებულება კომპანიის აქციონერებისთვის. რეგიონალური მასშტაბით, განსხვავებულ ან/და დაკავშირებულ ბიზნეს სექტორებში სხვადასხვა ინოვაციური, კლიენტზე ორიენტირებული პროდუქტების, მომსახურების დანერგვით და წარმოქმნილი სინერგიის გამოყენებით კავკასიის ბიზნეს ჯგუფი ყალიბდება, როგორც სტაბილურად მზარდი, დივერსიფიცირებული და ფინანსურად ჯანმრთელი ორგანიზაცია. აზრთა სხვადასხვაობა და მათი შეჯერების პროცესი, ჩვენი ხედვის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ პრინციპის დაცვით ვიღებთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ამ მიდგომას, ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტში ვიყენებთ, როგორც საკითხის გადაწყვეტის ყველაზე ეფექტურ საშუალებას.
ჩვენი მიზანი: არსებული ბიზნეს შესაძლებლობების, საქმიანი და გუნდური მიდგომის გამოყენებით, საშუალება მივცეთ ნიჭიერ და კვალიფიციურ თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ, როგორც ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებაში, ასევე ჯგუფის საერთო წარმატებაში.
ჩვენი ღირებულებები: ჩვენი საქმიანობა ჩვენი ღირებულებებით განისაზღვრება, რომელთაც ვიცავთ კეთილდღეობისა თუ გაურკვევლობის, გამოწვევებისა თუ შესაძლებლობების დროს. ჩვენს წარმატებას ჩვენი ჯგუფის თითოეული თანამშრომელი განაპირობებს. მათი ცოდნა, ინტელექტი, პროფესიონალიზმი და პატიოსნება ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხის განმსაზღვრელია. მაღალი ეთიკური სტანდარტი - ეს არის მთავარი ღირებულება ჩვენი ჯგუფისათვის, რომელიც ქმნის ჩვენს ყველაზე ძვირფას აქტივს, ჩვენს რეპუტაციას.