კავკასიის ავტოსერვისი

logo
  • ავტომობილების აღდგენის რეგიონალური ცენტრი
  • უახლესი თანამედროვე აღჭურვილობა
  • თანამედროვე საწარმო საბაჟო ზონაში
  • საუკეთესო სპეციალისტები
  • ყველა სახის სამუშაო
www.caas.ge
გააზიარე:

აღვადგენთ ავტომობილს სწრაფად და ხარისხიანად

კავკასიის ავტოსერვისი დაფუძნდა  2013 წელს. ავტომობილების აღმდგენი საწარმო იყო ერთადერთი გამოტოვებული რგოლი სრულ ბიზნეს-ციკლში, რომელსაც კავკასიის ბიზნეს ჯგუფის წევრი კომპანიები ახორციელებდნენ: ავტომობილების იმპორტი - ფინანსური რესურსის მოზიდვა და იმპორტის დაფინანსება - საბაჟო საწყობში დროებით შენახვა - ავტომობილების აღდგენა და გასაყიდად მომზადება-გაყიდვა / რე-ექსპორტი გადაზიდვა. ავტომობილების აღდგენის რეგიონალური საწარმოო ცენტრი ახორციელებს, როგორც გასაყიდად იმპორტირებული ავტომობილების, ასევე რეგიონში ავტო-საგზაო შემთხვევებში დაზიანებული, კერძო პირების, სადაზღვეო კომპანიების და ორგანიზაციების კუთვნილი ავტომობილების აღდგენას.

ავტომობილების აღდგენის რეგიონალური ცენტრი მასშტაბური, უახლესი ტექნიკით სრულად აღჭურვილი, რეგიონში უპრეცედენტო საწარმოა, რომელიც „ერთი ფანჯრის“ პრინციპით აერთიანებს ავტომობილის აღდგენასთან დაკავშირებულ, აქამდე ფრაგმენტულ და გეოგრაფიულად გაფანტულ ყველა სახის მომსახურებას.

საწარმოო პროცესი სრულად კომპიუტერიზებული და ოპტიმიზირებულია. მინიმიზირებულია სპეციალისტების და ტექნიკის მოცდენის დრო. მოქმედებს მკაცრი ხარისხის კონტროლი, ავტომობილების აღდგენის მთელი პროცესის განმავლობაში. გამოიყენება მხოლოდ ყველაზე თანამედროვე ხელსაწყოები და ტექნოლოგიები. კომპანია ზრუნავს სათადარიგო ნაწილების მიწოდებასა და ხარისხზე.

extra photo extra photo extra photo