კაუკასუს აუტო ექსჩეინჯ

logo
  • ლიდერი ოპერატორი საავტომობილო ბაზარზე
  • ინოვაციური პროდუქტები
  • რეგიონალური ქსელი და საკლიენტო ბაზა
www.cae.ge
გააზიარე:

ჩვენ დაგეხმარებით ავტომობილის ყიდვა-გაყიდვაში

კაუკასუს აუტო ექსჩეინჯი 2010 წელს, ქართველი და ამერიკელი პარტნიორების მიერ დაფუძნდა. კომპანია ოპერირებს მეორადი ავტომობილების შიდა ბაზარზე. მის მიერ შეთავაზებული ინოვაციური პროდუქტები და მომსახურება, ხელს უწყობს ავტომობილების გაყიდვებს, შიდა საავტომობილო ბაზრის ეფექტურობის ზრდას და ავტომობილების ექსპორტს რეგიონის სხვა ქვეყნებში.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე. კომპანიის მიერ შეთავაზებული პროდუქტებიდან და მომსახურებიდან აღსანიშნავია ავტომობილის მოძიების, ყიდვის, გაყიდვის, გადაცვლის და გარიგების დაფინანსება სწრაფი კრედიტით, მათ შორის გრძელვადიანი განვადება და საკლირინგო მომსახურება. 

კომპანიის კლიენტებს წარმოადგენენ ავტომობილით მოვაჭრე დილერები, როგორც ადგილობრივი ისე რეგიონის სხვა ქვეყნებიდან, ასევე ავტომობილის ყიდვის, გაყიდვის ან გადაცვლის მსურველი ადგილობრივი და უცხოელი ფიზიკური პირები.

კაუკასუს აუტო ექსჩეინჯი პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელმაც დანერგა რეგიონალური (აზერბაიჯანი, სომხეთი) საავტომობილო საკრედიტო დაფინანსების პროდუქტები იაფ და მოქნილ პირობებზე. კომპანია წარმოდგენილია ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური მომსახურებით. მაგალითად, LiveStream Station-ის საშუალებით კაუკასუს აუტო ექსჩეინჯი საშუალებას აძლევს რეგიონალურ კლიენტს ონლაინ რეჟიმში, დისტანციურად, დეტალურად შეამოწმოს რუსთავის ავტობაზრობაზე სასურველი ავტომობილი.

extra photo extra photo