იურიდიული საკონსულტაციო ფირმა “CFS Legal გულედანი და პარტნიორები” თბილისში 2007 წლიდან მოღვაწეობს. ფირმა დაფუძნებულია ბიზნესის სამართლის სხვადასხვა დარგების მაღალკვალიფიციური ცოდნის მქონე პარტნიორების მიერ. ფირმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ფასიანი ქაღალდების, საბანკო და საფინანსო სფეროების სამართლებრივი მომსახურება. ასევე, პარტნიორების სპეციალიზებული გამოცდილების შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგეტიკის, კერძოდ კი ჰიდროენერგეტიკული პროექტების სამართლებრივ მომსახურებას მათი განხორციელების ყველა ეტაპზე. ამ მხრივ CFS Legal-ის სამართლებრივი მომსახურება ფარავს პროექტების განხოციელების ყველა ეტაპს, მონაწილეობს საერთაშორისო განვითარების თუ ფინანსური ინსტიტუტების სპეციალიზებულ პროექტებში, მათ შორის ენერგეტიკის დარგში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის ენერგეტიკულ სამართალთან მიახლოების საკითხებზე.
ფირმის მუშაობა მოტივირებულია ბაზარზე არსებული გაზრდილი მოთხოვნით თანამედროვე და სოფისტიცირებულ ბიზნეს და ფინანსურ პროდუქტებზე, რაც იურისტების მხრიდან მაღალკვალიფიციურ და ინოვაციურ მიდგომებს მოითხოვს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ფირმის შესაძლებლობებს აძლიერებს პარტნიორობა CFS საინვესტიციო ბანკთან - პირველ დამოუკიდებელ საინვესტიციო ბანკთან საქართველოში, რომელიც ქმნის ფირმის უნიკალურ წვდომას საფინანსო, საგადასახადო, საბანკო და კაპიტალის ბაზრის ექსპერტიზასთან.
CFS Legal-ის წარმატება განპირობებულია მისი პარტნიორების პროფესიონალიზმით და მაღალკვალიფიციური გამოცდილებით. ნებისმიერ დავალებას ფირმის პარტნიორები უდგებიან პერსონალურად. ფირმის იურისტები მზად არიან გაუმკლავდნენ ნებისმიერი სირთულის სამუშაოს, ვინაიდან გააჩნიათ განსაკუთრებული პროფესიული უნარჩვევები და გამოირჩევიან ინოვაციური და სოფისტიცირებული აზროვნებით.
CFS Legal ემსახურება საჯარო და კერძო კომპანიებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო პირებს. ფირმის კლიენტებს შორის არის მრავალი მსხვილი ბიზნეს კომპანია და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი.